სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში ნატოს ბაზას თავს დაესხნენ

ავღანეთში ნატო-ს სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა.

ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ ჰერატში განლაგებულ იტალიურ ბაზაზე შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი დღეს დილით შეიჭრა, რასაც ორმხრივი სროლები მოჰყვა.

სროლების შემდეგ ბაზაზე ორი ძლიერი აფეთქებაც განხორციელდა.

თვითმხილველთა თქმით, ნატო-ს სამხედროებს შორის დაჭრილები და დაღუპულები არიან.

იტალიურ ბაზაზე სროლის ხმები ამ დრომდე ისმის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100