სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნომინაციაში „მწვანე ტექნოლოგია“ კომპანია „ნატახტარმა“ გაიმარჯვა

გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინსიტრომ კონკურში "ქართული მწვანე ბიზნესი“ (“Georgian Green Business Award”) სხვადასხვა ნომინაციებში წარმატებულები კომპანიები დააჯილდოვა. გამარჯვება მიენიჭა კომპანიებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში გარემოსდაცვით მოთხოვნებს ითვალისწინებენ და მიზანად ისახავენ მათ შესრულებას. წარმატებულ კომპანიებს შორის არის კომპანია „ნატახტარი“, რომელმაც ნომინაციაში „მწვანე ტექნოლოგია“ გაიმარჯვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ითქვა, რომ სამინისტრომ კონკურსი "ქართული მწვანე ბიზნესი" პირველად გამოცხადდა და მასში მონაწილეობაზე განაცხადი ჩვიდმეტმა კომპანიამ წარადგინა. 17 კომპანიიდან 5 კომპანიას გადაეცა მადლობის სიგელი, 12 კომპანია კი დაჯილდოვდა. კონკურსი 9 ნომინაციისგან შედგებოდა: მთავარი პრიზი - წლის "მწვანე" ბიზნესი, მწვანე პროდუქტი/სერვისი, მწვანე პრაქტიკოსი, მწვანე შენობა, წლის მდგრადი ხედვა, მწვანე ხედვა, მწვანე ტექნოლოგია, მწვანე კამპანია და მწვანე მობილობა.

კონკურსის გამარჯვებულები ორი გზით გამოვლინდნენ: მონიტორინგის ჯგუფის მიერ (რომელიც დაკომპლექტდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შემადგენლობით); და ხმის მიცემის საშუალებით („ფეისბუქი" ან/და ვებ-გვერდი).

“კომპანია „ნატახტარი“ მოხარულია, რომ გაიმარჯვა კონკურსში - Georgian Green Business Award. მისასალმებელია, რომ გარემოზე მზრუნველი კომპანიების წახალისება მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ასევე, სასიამოვნოა, რომ გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, მსურს ყველას მივულოცო წარმატება. კომპანია „ნატახტარისთვის“ საამაყოა მსგავსი ჯილდო, თუმცა ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ვიზრუნოთ გარემოზე. ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობა ქარხანაში 2011 წელს აშენდა და ინვესტიცია, 6 მილიონ ლარს აღემატება. დამეთანხმებით, თანხის მოცულობა ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას კომპანიისთვის. პროექტი EBRD-სთან ერთად განხორციელდა. მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს და იმედი გამოვთქვა, რომ მომავალში მონაწილე კომპანიების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება,“ - აცხადებს ნიკოლოზ ხუნშაკიშვილი, კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კონკურსი Georgian Green Business Award შრშნ ოქოტმბერში გამოცხადა, რომელიშიც მონაწილეობის სურვილი 12 კომპანიამ გამოთქვა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა კომპანიას - მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეეძლო. "მწვანე" ბიზნესად მიიჩნევა ისეთი კომპანია ან საწარმო, რომელიც თავის საქმიანობაში ითვალისწინებს გარემოსდაცვით მოთხოვნებს და მიზნად ისახავს მათ შესრულებას, ინფორმაციას აწვდის თითოეულ დაინტერესებულ მხარეს თუ მომხმარებელს გარემოს დაცვის მნიშვნელობის თაობაზე, აგრეთვე, ხელს უწყობს დასაქმებულებს, მიიღონ გარემოს დაცვისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებები", - განამრტავენ სამინისტროში. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებისათვის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედების ხელშეწყობას, მეწარმეთა მოტივაციის ამაღლებას, ბიზნესის იმ წარმომადგენელთა წახალისებას, რომლებიც მოქმედებენ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აგრეთვე, მრეწველობის სფეროს წარმომადგენლების მიერ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100