სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გამსახურდია: ვარ ქრისტიანი და არანაირ ცვლილებას არ ვგეგმავ...

გეტყვით, რომ ვარ ქრისტიანი და არანაირ ცვლილებას არ ვგეგმავ. პატივს ვცემ ყველა რელიგიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი ტრადიციული რელიგიიდან გადავუხვიო, - აცხადებს გიორგი გამსახურდია გაზეთ ,,პრაიმტაიმთან" საუბარში.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პირველი პრეზიდენტის ვაჟმა სარწმუნოება შეიცვალა და ისლამი მიიღო, გიორგი გამსახურდია უარყოფს და მსგავსი ტიპის ინფრომაციების გავრცელებას მიუღებლად მიიჩნევს.

,,არ შეიძლება ასეთი რამის ტირაჟირება. ჯერ ერთი, ყველანი ვართ სეკულარული პრინციპების და ვაშენებთ სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, რაც დაფუძნებულია რელიგიურ შემწყნარებლობაზე. ეს არის ყველასთვის პრივატული თემა. მაგრამ ამ შემთხვევაში, რაკიღა დაინტერესდით, გეტყვით, რომ ვარ ქრისტიანი და არანაირ ცვლილებას ამ მიმართულებით არ ვგეგმავ. მეორე, პროფესიით ვარ რეგლიგიის მცდონე, მესმის ყველა რელიგია, პატივს ვცემ ყველას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი ტრადიციული რელიგიიდან გადავუხვიო", - აცხადებს გიორგი გამსახურდია ,,პრაიმტაიმთან" საუბარში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100