სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ალ-ქაიდა” აფრიკაში და რუსული იარაღი

აფრიკის კავშირის წარმომადგენელი ჟან პინგი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ლიბიური იარაღის “ალ-ქაიდას” ხელში ჩავარდნის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს. ამის შესახებ “ალ-არაბია” იუწყება.

პინგის განცხადებით, ლიბიაში იარაღის მოძრაობის კონტროლი აღარ ხდება. მუამარ კადაფისგან შეიარაღება მისადმი ლოალურად განწყობილ ხალხის ნაწილში ხვდება, ევროპელებისაგან – ოპოზიციონერებში. ადრე თუ გვიან, ეს შეიარაღება ტერორისტული დაჯგუფებების ხელში აღმოჩნდება, აფრიკის თუ აზიის სხვადასხვა ქვეყნებში.

მანვე დასძინა, რომ “ალ-ქაიდას” ტერორისტები საკუთარი ლიდერის სიკვდილის გამო, შურისძიებას შეეცდებიან და სომალიში, სუდანში, კენიასი და უგანდაში ტერაქტებს მოაწყობენ.

ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩადის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დები იტნომ განაცხადა, რომ ლიბიის არეულობების დროს, ტერორისტული ორგანიზაციის ჩრდილოეთ აფრიკის ფილიალის ხელში, დიდი რაოდენობით იარაღი მოხვდა, მათ შორის, რუსული წარმოების საზენიტო რაკეტები "სტრელა", ტანკსაწინააღმდეგო ნაღმტყორცნი ერპეგე-7, მსხვილკალიბირიანი ტყვიამფრქვევები და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100