მარნეულში 10 თვის ჩვილი დაიწვა
დამწვრობის ცენტრის ექიმები 10 თვის ჩვილის გადარჩენას ცდილობენ. იგი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მარნეულიდან ორი დღის წინ უმძიმესი მდგომარეობით გადმოიყვანა.
ჩვილი ერთი კვირის წინ მდუღარე წყლით დაიწვა. სამკურნალოდ კი ექიმბაშების მალამო გამოიყენეს, რამაც პატარას მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
ამ წამალს ჩვილის სამკურნალოდ ოჯახში ერთი კვირა იყენებდნენ. მცირეწლოვანს სხეულის 12 პროცენტი აქვს დამწვარი და ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.
კომენტარი