სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თავმდაბალი კაცია, ამის გამო გვიან გავიგე, რომ დიდი პოეტი იყო... ბევრს უკითხავს, არ გიჭირს, მამის ჩრდილში ყოფნაო?" - ბესიკ ხარანაულის ვაჟი მამაზე და "სხვა მუსიკაზე", რომელსაც თვითონ ქმნის

მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი არა­ფერს ჰგავს რაც გარ­შე­მო გვეს­მის, ძა­ლი­ან უცხოა. ჩემ­თვის ყო­ვე­ლი ნი­მუ­ში მინი სპექ­ტაკ­ლი­ვი­თაა. ეს მხო­ლოდ მი­სია, მისი შე­მოქ­მე­დე­ბაა. სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბომს "დი­ლით ამო­მა­ვა­ლო მზეო“ - ასე და­არ­ქვა. ალ­ბომ­ში სულ 10 სიმ­ღე­რაა. ფოლკ­ლორს ძა­ლი­ან და­უ­ახ­ლოვ­და. თუ რა­ტომ და რა უძღო­და ამ ყვე­ლა­ფერს წინ, რო­გორ მო­ვი­და აქამ­დე და ასე­თი სათ­ქმე­ლით, ამა­ზე ალექ­სან­დრე ხა­რა­ნა­უ­ლი თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბა. ცნო­ბის­თვის, ალექ­სან­დრე შე­სა­ნიშ­ნა­ვი პო­ე­ტის, ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლის უმ­ცრო­სი შვი­ლია. - ბავ­შვო­ბა­ში ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე 11 წელი დავ­დი­ო­დი. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ათწლე­დი იყო. სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბო­დი ამ საქ­მეს, მაგ­რამ სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მუ­სი­კას­თან შე­ხე­ბა სულ მქონ­და. პი­ა­ნის­ტო­ბა აღარ მინ­დო­და, უფრო კომ­პო­ზი­ცია მი­ზი­დავ­და, მუ­სი­კის შექ­მნა მინ­დო­და. თან, ქარ­თუ­ლი მინ­დო­და რომ ყო­ფი­ლი­ყო. ხალ­ხუ­რი მუ­სი­კა ხომ ჩვე­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თიც არის და უნი­კა­ლუ­რი რამ. პო­ლი­ფო­ნი­ის გარ­და არის ამ­ბის თხრო­ბის ხაზი, მუ­სი­კა­ლუ­რო­ბას­თან ერ­თად, ამ­ბის თხრო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ხაზი ქარ­თულ ხალ­ხურ მუ­სი­კა­ში დი­დად არ გან­ვი­თარ­და, რად­გან პო­ლი­ფო­ნი­აა წამ­ყვა­ნი. ამი­ტომ, ფოლკ­ლო­რულ ნა­მუ­შევ­რებ­ში ვე­ძებ­დი ისეთ ნი­მუ­შებს, სა­დაც ერთი კაცი მღე­რის და ჰყვე­ბა ამ­ბავს. თან რა­ღაც­ნა­ი­რი სევ­დაა, როცა ერთი კაცი მღე­რის. მოკ­ლედ, "დი­ლით ამო­მა­ვა­ლო მზეო“ - იყო პირ­ვე­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე და მისი გან­ვი­თა­რე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი. არა­და, სხვა ქვეყ­ნის ფოლკ­ლორ­ში არის ამის მა­გა­ლი­თე­ბი, აქ იმის გამო, რომ პო­ლი­ფო­ნი­ას ყუ­რა­დღე­ბა მე­ტად მი­ექ­ცა, ის არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა... მოკ­ლედ, ასე და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი. - კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო­ზე სწავ­ლობ­დით, მაგ სფე­რო­ში ტრი­ა­ლებ­დით, მუ­შა­ობ­დით კი­დეც, მაგ­რამ მუ­სი­კა­ზე მა­ინც სულ ფიქ­რობ­დით, ხომ? - კი, ასე იყო, აქამ­დე მოს­ვლას დიდი დრო დას­ჭირ­და. შარ­შან ისე მოხ­და, რომ ეგ სიმ­ღე­რა ვიმ­ღე­რე. ჩემ­მა კლა­სელ­მა რომ მო­ის­მი­ნა, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და რომ­ლის მე­უღ­ლე ხმის ინ­ჟი­ნე­რია, შე­მომ­თა­ვა­ზა, - სტუ­დია გვაქვს, ჩა­მო­დი და რამ­დე­ნი ხა­ნიც გინ­და, იყა­ვი და ჩა­წე­რეო. დავ­თან­ხმდი, მო­ვა­ხერ­ხე, რომ მი­მე­ცა ჩემი თა­ვის­თვის იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, ერთი თვე იქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და რაც მინ­დო­და, ის მე­კე­თე­ბი­ნა. ასე ჩავ­წე­რე ალ­ბო­მი, რო­მელ­შიც 10 სიმ­ღე­რაა. ალ­ბომ­ში ორი ხალ­ხუ­რი ლექ­სია, ერთი ლექ­სი მა­მა­ჩე­მი­საა, და­ნარ­ჩე­ნი ჩემი და ერთი მარი აბ­რა­მიშ­ვი­ლის, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი პო­ე­ტის. - ე.ი. ლექ­სებ­საც წერთ... - ლექ­სებს არ ვწერ, ბავ­შვო­ბის მერე არ და­მი­წე­რია. ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით და გა­გე­ბით სხვა­დას­ხვა რამ არის ლექ­სი­სა და სიმ­ღე­რის ტექ­სტის შექ­მნა. სიმ­ღე­რის ტექ­სტი ცალ­კე რომ აიღო, შე­იძ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი პო­ე­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს, თუმ­ცა ბევრ კარგ ლექსზე სიმ­ღე­რა არც გა­მო­ვი­დეს. ისე, მე სულ ვწერ, მაგ­რამ უფრო პრო­ზას. - ამ­დე­ნი ხნის სურ­ვი­ლის, ჩა­ნა­ფიქ­რის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის? - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ცხოვ­რე­ბის ისეთ ეტაპს და­ემ­თხვა, როცა გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა მოხ­და და მუ­სი­კის­კენ გად­მო­ვერ­თე. რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ა­მარ­თლა. ჰარ­ვარ­დის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მაა (არა­სას­წავ­ლო), რო­მელ­შიც გა­ვი­მარ­ჯვე, ჰოდა, ახლა ჩემი და ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სის კო­ლა­ბო­რა­ცი­ით ალ­ბო­მი ჩა­ი­წე­რე­ბა. ჰარ­ვარ­დში მივ­დი­ვარ. სრუ­ლი­ად სხვა სიმ­ღე­რე­ბი იქ­ნე­ბა. ჩემი ალ­ბო­მი­დან შე­იძ­ლე­ბა ერთი-ორი შე­ვი­დეს. მი­ხა­რია, რომ ალ­ბომ­ში ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა მოხ­ვდე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა მთის მუ­სი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­დამ­ღე­რე­ბა. ჰარ­ვარ­დის შემ­დეგ ალ­ბო­მის ჩა­სა­წე­რად ისევ საფ­რან­გეთ­ში მივ­დი­ვარ აწ უკვე ჩემს გა­ნუყ­რელ მე­გო­ბარ ფადი სა­ლი­ბას­თან. - გა­მო­ვი­და, რომ პრო­ფე­სია შე­იც­ვა­ლეთ, არა­და, თა­ვი­დან რე­ჟი­სუ­რა­ში წახ­ვე­დით. სა­ინ­ტე­რე­სო არ­ჩე­ვანს ბო­ლომ­დე რა­ტომ არ მიჰ­ყე­ვით? - ვერ ვი­ტყვი, რომ არ მივ­ყე­ვი, ან სა­ერ­თოდ გა­ვაგ­დე ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან. უბ­რა­ლოდ, სკო­ლას რომ ამ­თავ­რებ, შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ვა შე­გე­შა­ლოს, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, რე­ჟი­სუ­რამ ბევ­რი რამ მომ­ცა. ჩემი პე­და­გო­გი რეზო ესა­ძე იყო... მარ­თლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ საქ­მე­ში, რა­საც ვა­კე­თებ. ალ­ბათ ადა­მი­ანს რა­ღა­ცის ამ­ბი­ცია უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ მე არ მქონ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ვმუ­შა­ობ­დი, კარ­გი სამ­სა­ხუ­რე­ბიც მქონ­და, უბ­რა­ლოდ, ეს საქ­მე უფრო მიყ­ვარს, რე­ჟი­სუ­რა არის ის, რაც ვიცი. სი­ა­მოვ­ნე­ბას კი მუ­სი­კა მა­ნი­ჭებს. კინო მიყ­ვარს, მაგ­რამ რე­ჟი­სუ­რა არ არის ის, რაც მე ვარ. - ისე, მთის მუ­სი­კა რა­ტომ? - თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ან­სამ­ბლე­ბი მთის მუ­სი­კას არ მღე­რი­ან, უფრო მარ­ტივ მუ­სი­კად ით­ვლე­ბა, არ არის მრა­ვალ­ხმი­ა­ნი. არა­და, მას­ში არის ის ხაზი, რაც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, - ამ­ბის თხრო­ბა. სვა­ნურ, ხევ­სუ­რულ, ფშა­ვურ, მთი­უ­ლურ ნა­ტი­რა­ლებ­ში ეს ხაზი რა­ტომ­ღაც არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა. - მთა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, თქვე­ნი გვა­რი კი მთი­დან იღებს სა­თა­ვეს. რა არის ფშა­ვი თქვენ­თვის? - თი­ა­ნეთ­ში ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დი.იქ ცხოვ­რო­ბენ ხევ­სუ­რე­ბი, ფშა­ვე­ლე­ბი, მო­ხე­ვე­ე­ბი... ჩვე­ნი სო­ფე­ლი, სა­ი­და­ნაც ხა­რა­ნა­უ­ლე­ბი არი­ან, კუ­ჭე­ჭაა. მა­ნამ­დე კი­დევ სა­ი­დან­ღაც იყ­ვნენ იქ მო­სუ­ლე­ბი... იმის გამო, რომ ეთ­ნოგ­რა­ფია ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მინ­დო­და, ვი­ზუ­ა­ლუ­რი ან­თრო­პო­ლო­გია მეს­წავ­ლა, "თე­ატ­რა­ლუ­რის“ პა­რა­ლე­ლუ­რად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეთ­ნო­ლო­გი­ა­ზე ვსწავ­ლობ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ვეც­ნო­ბო­დი, ვერ მო­ვი­ტყუ­ე­ბი და ვერ ვი­ტყვი, რომ მთა მოვ­ლი­ლი მაქვს. ამი­ტომ მთას­თან ემო­ცი­უ­რი ბმა ნაკ­ლე­ბი მაქვს, უფრო გე­ნე­ტი­კუ­რი. თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი და თი­ა­ნეთ­ში ზა­ფხულ­ში მივ­დი­ო­დი... - ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობთ - "რაც გა­ინ­ტე­რე­სებს, ის ხარ“... მო­მე­წო­ნა... - კი, ეგ­რეა, რაც გა­ინ­ტე­რე­სებს, ის ხარ, მაგ­რამ ამის­კენ სულ მი­ვის­წრაფ­ვი. არ არის ცუდი ვა­რი­ან­ტი, რომ იმის­კენ მი­ილ­ტვო­დე, რაც გა­ინ­ტე­რე­სებს, მოგ­წონს, რისი კე­თე­ბაც გინ­და. მერე კი ის ხდე­ბი. რა­ღაც­ნა­ი­რად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი მიდ­გო­მა შე­მო­ვი­და - რაც სა­ჭი­როა, ის ვარ. ხომ ვამ­ბობ, ამას ვცდი­ლობ, ახლა მაგ გზა­ზე ვარ, მაგ­რამ არ ვიცი, ამას ჯერ რამ­დე­ნად მი­ვაღ­წიე. ფაქ­ტია, ამ კუ­თხით ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობ, - ვა­კე­თო ის, რაც მომ­წონს. თუმ­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა არ იყო უნა­ყო­ფო, ბევ­რი უნარ-ჩვე­ვა შე­ვი­ძი­ნე. ვი­ყა­ვი რე­ჟი­სო­რი ასის­ტენ­ტი, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში“ "წი­თელ ზო­ნა­ზე,“ გოგი გვა­ხა­რი­ას­თან პრო­დი­უ­სე­რად ვმუ­შა­ობ­დი. ასე­ვე დათო გურ­გე­ნი­ძეს­თან, კარ­გი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მებ­ზე ერ­თად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. მერე რა­ღაც მო­მენ­ტში მივ­ხვდი, ახლა თუ არ გა­ვა­კე­თე ის, რაც მინ­და, თუმ­ცა სამ­სა­ხუ­რებს არ ვემ­დუ­რი, მერე შე­იძ­ლე­ბა ვე­ღარ შევ­ძლო... წყარო:ამბები.ჯი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100