ნანა ექვთიმიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - გრძელი ნათელი დღეები აქ.ახლა
თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.
9 ივლისს, 20:00
საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს რეჟისორის და
მწერლის - ნანა ექვთიმიშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.
ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.
სესიის
- „გრძელი ნათელი დღეები - აქ.ახლა“ ფარგლებში, ნანა ექვთიმიშვილი
ისაუბრებს შემოქმედებით პროცესზე, რომელსაც ის იდეის დაბადებიდან ფილმის
გადაღებამდე გადის; რა ადგილი აქვს ქართულ კინოს მსოფლიო რუკაზე და
რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებასთან წვდომა.
ასევე გიამბობთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ახალ წიგნსა და ფილმს
უკავშირდება.
კომენტარი