ყოფილი პატიმარი, რომელმაც ლადო ბედუკაძე სცემა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე ყოფილი პატიმარი, თენგიზ ნაზღაიძე ავტოსაგზაო შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. გარდაიცვალა ამავე მანქანაში მჯდომი თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი. ის ლადო ბედუკაძეს მისი შვილის წამებაში ღიად ადანაშაულებდა.
ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი. ერთ-ერთი შორენა ქალდანის დეიდაა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედარი კი გუშინვე ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი