სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სრული აბსურდია სერიოზულ ურთიერთობაზე საუბარი, უბრალოდ გვსიამოვნებს ის, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ პოეტ კოსტა სანიკიძესთან

კოსტა სანიკიძე ახალგაზრდა, სიმპათიური პოეტია, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ გოგონებში და არა მხოლოდ. ის მრავალმხრივ ნიიერია, მღერის, ხატავს და ამასთან ერთად მსახიობიც არის.

დრონი.ჯ დაინტერესდა კოსტას პირადი ცხოვრებით, სამომავლო გეგმბით და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ვწერ უმეტესად მაშინ, როდესაც მტკივა - ამბობს პოეტთა უმეტესობა. შენს შემთხვევაში როგორ ხდება, შენ რა გაწერინებს?

- სიმშვიდე და შინაგანი სამყარო. შენი განვლილი ცხოვრება, რომელიც სტროფებში მოაკოწიწე და ჩადე, ეს ვიღაცას ამოგზაურებს, ეს ვიღაცას სიამოვნებს, ვიღაცა ითხოვს... შეიძლება ვიღაცამ დაწეროს და უბრალოდ თაროზე შემოდოს, მაგრამ როდესაც გინდა, ამ შენმა დაწერილმა შედეგი გამოიღოს არ უნდა დაიმალო. როდესაც სცენაზე დგახარ და საკუთარ ლექსს კითხულობ, შენი ხასიათი ჩანს, მიმიკა, თვალები ანუ - ყველა კარს აღებ, ნირვანაა ჩვეულებრივი. ეს მაწერინებს.

- ვერლიბრი - ჩემი საყვარელი სალექსო ფორმაა. ფიქრი სათქმელზე და არა რითმა- რიმზე. ვის მიიჩნევ საქართველოში ვერლიბრის "მეფედ" ?

- აბსოლუტურად არავის. რომ იყოს ვინმე ვერლიბრის მეფე, დღეს უფრო აქტიური იქნებოდა ეს სალექსო ფორმა, როგორც გალატიონი არის მეფობის ზღვარზე და ძალიან ბევრ თანამედროვე პოეტში იგრძნობა მისი გავლენა. ვერლიბრი, ეს მიმდინარეობა საქართველოში დაჩაგრულია და ზედა თაროზე დევს, იქამდე მისვლას ძალიან დიდი განათლება სჭირდება. მე ბევრი ვიცი, რომელიც წერს და ამბობს „მე ჩემ თავს პოეტს არ ვეძახი“. მე პოეტი ვარ და ლექსს წერს პოეტი. არ შეიძლება ხატავდე და თქვა. მე არ ვხატავ, არ შეიძლება წერდე და თქვა, მე არ ვწერ. სერიოზული სამუშაოა და სერიოზული გარდატეხა უნდა მოხდეს, რომ იარსებოს საქართველოში ვერლიბრმა.

- სათქმელი გიგროვდება და მერე წერ თუ ერთბაშად მოდის, როგორც ტიციანი იტყოდა-"ლექსი მეწყერი, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს"..

- პერიოდულად, ჩემი ყოველდღიურობა შემოქმედებითია. მე არ ვმუშაობ, არ ვსწავლობ, ბოჰემაში ვარ. მე შეიძლება აქ ვიყო, მერე ოთხი დღით დავიკარგო და სადღაც მიპოვონ. შეიძლება იყოს პერიოდი, რომ ლექსს დაგროვება დასჭირდეს, შეიძლებ იყოს მომენტი, როცა ლექსს მუზა სჭირდება და ერთ ადამიანს ჩახედო თვლებში, მოვიდეს ენერგია და დაწერო. ენერგია მაწერინებს.

- ხარ თუ არა ყოველთვის გულწრფელი შენს სათქმელში?

- არა. ხანდახან უბრალოდ გინდა, რომ არ იყო გულწრფელი. ტყუილი ზოგჯერ კარგი რაღაცაა. სცენაზე და გადასაღებ მოედანზე გულწრფელი ვარ, სტუდიაში, მუსიკის შექმნის დროს, აბსოლიტურად გულწრფელი ვარ. მაგრამ ჩემ თავთან, წერის დროს, არი მომენტი როდესაც არ ვარ. მე იმდენი ცხოვრებისეული შეცდომა მაქვს დაშვებული, იმდენი... რასაც დღეს ძალიან ვნანობ. ამ შეცდომებზე წერის დროს მიწევს, ლექსი მთხოვს არაგულწრფელი ვიყო. მიწევს აღმატებით ან დაკნინებულ ხარისხში ჩემ თავზე წერა. მე ხომ ვიცი ნაგავი ვარ თუ ოქრო?! ამ ოქროსა და ნაგავს შორის პარალელის გავლებისას, როგორ შეიძლება იყო გულწრფელი, როცა იცი რა ნაგავი ხარ.

- პოპულარული, სიმპათიური - თუ სარგებლობ ამ იმიჯით?

- გააჩნია სიტუაციას. მემგონი არა. ვფიქრობ, ბუნებრივი ვარ. ამ ეტაპზე, არ მაკმაყოფილებს ჩემი პოპულარობა და ჩემი იმიჯი. ახლა მუსიკაში ვარ ჩაფლული, ვმუშაობ და არ მაქვს ერთი ჩარჩო. ვფიქრობ მსახიობობაზე, თეატრალურიდან წამოსული ვარ, მაგრამ ვგეგმავ კარგ რაღაცებს საზღვარგარეთ წასასვლელად. ( იცინის)

- რომელი ქართველი პოეტი გიყვარს გამორჩეულად და თუ გძლევს ზოგჯერ მაინც გავლენები?

- ბარათაშვილი, გალატიონი, ტერენტი. დანარჩენი სკოლაში ასწავლონ. თანამედროვეებიდან: კოკა კობალაძე მომწონს, მიყვარს და პატივს ვცემ, ახლო ურთიერთობა გაგვაჩნია ერთმანეთთან. ლადო კახაძე, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი პაპაა. კიდევ კოტე ყობანეიშვილი. დანარჩენი არ ვიცი, შეიძლება შემოქმედება მომწონდეს, მაგრამ არ მომწონდეს პიროვნება და თუ პიროვნება არ მომონს, მისი არაფერი მომწონს.

- წერის პროცესში თუ ფიქრობ, როგორ მიიღებს მკითხველი შენს სათქმელს?

- არა. ამაზე ფიქრის დრო არ გრჩება. წერა მისიის შესრულება არაა. ეს არის ძალიან ღრმა პროცესი. ეს არ არის ინსტრუმენტი, რომ დაუკრა და ეს ინტრუმენტი დაგეხმაროს. ეს არ არის ხატვა, რომ დახატო და ფუნჯი და ფერების გამები დაგეხმაროს. თავიდან ბოლომდე შენს ნაჭუჭში ხარ, შენ მესთან, შენ გონებასთან. იქ შენი თავი რამდენ კარგს გაგიღებს და სად შეგიშვებს არ იცი. შეიძლება იღრიალო წერის დროს, დახიო, დალეწო... არ ვიცი, სრული სიგიჟეა. არ შეიძლება იყო ნორმალური როდესაც წერ.

- მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობ, თავად როგორი ქალები მოგწონს და გყვარებია თუ არა ოდესმე?

- მომწონს ქალები, რომლებიც წინ იყურებიან. დახვეწილები, მანერულები, არტისტულები, თავმოყვარეები, უნდა იცოდნენ ვინ არიან, რა შეუძლიათ და თვალები, თვალები... ძალიან იშვიათად, ჩემზე ვინმე გულდაწყვეტილი იყოს. ბევრთან ვმეგობრობ და სრული აბსურდია სერიოზულ ურთიერთობაზე საუბარი, უბრალოდ გვსიამოვნებს ის, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს. პირველ რიგში მდგომარეობა. მე, როგორც ხელოვანს, ამის გარეშე არ შემიძლია. და როგორი ქალი შემიყვარდება? რომ შევხედავ, შემომხედავს და ვიტყვი „მიყვარხარ“ ანუ- ენით აღუწერელი. მყვარებია ცალმხრივად ( იცინის) და ისე სიყვარულით, ყოველ დღე მიყვარს. არასდროს მიგრძვნია ადამიანის მიმართ სიძულვილი, სპეციალურად ბევრი რამ მიკეთებია იმის გამო, რომ ეგ გრძნობა გამჩენოდა,(ინტერესის გამო) მიმეტიჩრია, გავთავხედებულვარ, მაგრამ ვერა.

- გაქვს თუ არა ისეთი ნიჭი, რომელის შესახებ არ არის ინფორმირებული საზოგადოებამ?

- ვხატავ.

- შენს სამომავლო გეგმებზე გვიამბე.

- ვგეგმავ არა, უფრო ვაპირებ ძალიან ბერ რამეს, მაგრამ როგორ გამომივა ეს უკვე საზოგადოებამ განსაჯოს. ძალიან დიდი ხანი ვიყავი დაკარგული, იდეაში ახლაც დაკარგული ვარ. 18 წლის ვიყავი ვითამაშე ფილმში „ორი ბორბალი“, საკმაოდ დიდი პოპულარობა მომიტანა. მაგარ ხალხთან და მაგარ რეჟისორთან, ირაკლი დონაძესთან ვიმუშავე, ძალიან გამიმართლა. იქნება ახალი სიმღერები, ლექსები და მსახიობური კუთხითაც მიხილავენ. ვისაც მოსწონს ჩემი შემოქმედება, ვის გულთანაც ახლოს მიდის ჩემი აზრები, ისინი მნახავენ სცენაზე, კრებულით და კონცერტებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100