სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

29 წლის მამაკაცმა მშობიარეები გააუპატიურა - ის მშობიარეებთან ეტაპობრივად შედიოდა და მათზე ძალას ხმარობდა

იერუსალიმის სასამართლომ მშობიარეების გაუპატიურებაში ეჭვმიტანილ რიშკი ხაზიმს დღეს გამოუტანა განაჩენი.

ხაზიმმა გასულ თვეს მაღაზიის დაყაჩაღებისას პოლიციისგან გაქცევა სცადა და ახლომდებარე სამშობიაროს შეაფარა თავი, სადაც სტაციონარის პერსონალთა სამოსი მოირგო და თანამშრომლად გაასაღა თავი. სწორედ ამ დროს ინდივიდუალურ პალატაში მოთავსებულ მშობიარეებთან ეტაპობრივად შედიოდა, ვითომ მელოგინეების მდგომარეობის გასაგებად და ძალას ხმარობდა მათზე. 29 წლის ხაზიმი წარსულში ნასამართლევია და 6 წელი აქვს მოხდილი ძალადობის მუხლით. თუ რამდენი მიუსაჯეს განსასჯელს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100