პატიმარი, რომელმაც ელემენტები, რკინა, მაგნიტი, შუშის ნამსხვრევები გადაყლაპა, ოპერაციის ჩატარებას ითხოვს
სასჯელაღსრულების ნომერ მე-18 დაწესებულების პატიმარი დახმარებას ითხოვს. გიორგი ქავთარაძე, რომელმაც 4 სექტემბერს ელემენტი, რკინა, მაგნიტი და შუშის ნამსხვევები გადაყლაპა კლინიკა "ვივამედს" უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თუ ოპერაციას არ ჩაუტარებენ მშრალ შიმშილობაზე გადავა. ახლობლების თქმით, ქავთარაძეს მხოლოდ ექოსკოპიას უკეთებენ და იქამდე მხოლოდ "რეგიდრონს" ასმევენ. "არ მიკეთებენ ოპერაციას, სავარაუდოდ, ვიღაც ჯიბრში მიდგას, არ ვიცი ვინაა. ვიღაცა ნათია მხვდება, მეუბნება სანამ ელემენტი არ გაგეხსნება და სანამ მომაკვდავს არ მოგიყვანენ, შენ იქამდე ოპერაციას არ გაგიკეთებ. ვკითხე რა ინტერესი გაქვს, რატომ მიკეთებ ამას, უაზრო პასუხებს მეუბნება ანალიზებში ეს მიჩვენა",- ამბობს გიორგი ქავთარაძე.
კომენტარი