ეროტიკული სიზმრების შემდეგ გეკრძალებათ თუ არა სიწმინდეებთან შეხება?
"ეშმაკი ადამიანს კი არ აფრთხილებს, როდის ჩავარდება ცოდვაში და მერე მოდის ეს ცოდვა, არამედ მოულოდნელად ხდება ყველაფერი. აქედან გამომდინარე, იგი ხდება ძილსა თუ ცხადში. ამიტომ არის განკანონება ისევ და ისევ მსუბუქი, თორემ ჩვენ, ადამიანები რასაც ვიმსახურებთ იმას რომ ვიღებდეთ უფლისგან, ალბათ, ძალიან ბევრი დავისჯებოდით. ჩვენდამი უფლის სიყვარულის გამოვლინებაა ის, რომ უფალი წმიდა მამების განკანონებაში მადლს გვაძლევს, რომ ჩვენ, შვილები დავსაჯოთ იმიტომ კი არა, რომ ისინი ჩვენ გვეჯავრება, არამედ იმიტომ დავსჯით, რომ გვსურს, უკეთესები იყვნენ, რაც ჩაიდინეს, აღარ გაიმეორონ. ეს სასჯელიც არ არის. ნებსით თუ უნებლიედ შეცოდებაა: ეს მე არ მინდა, მაგრამ მოხდა. პატიება უნდა ვითხოვო, მაგრამ ეს თუ ყოველ დღე ხდება, ე.ი რაღაც პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც დროზე უნდა ვუწამლოთ. აქედან გამომდინარე, ნურავინ იფიქრებს იმას, რომ ეს არ შეიძლება, ნებსით თუ უნებლიედ ცოდვაა". (დეკანოზი ალექსი ადამაშვილი, წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის მღვდელმსახური)
კომენტარი