სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსიყვარულე და-ძმის ეს ფოტო უკანასკნელი აღმოჩნდა - გოგონა მალევე გარდაიცვალა

არკანზასის შტატში მცხოვრები 4 წლის ედელინ სუტერი 3 ივნისს გარდაიცვალა სიმსივნის ძალიან მძიმე ფორმით. ის თავის ტვინის კიბოს 2 წელი ებრძოდა. გოგონას მამამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ედელინისთვის უკანასკნელი იყო და ის თავის მოსიყვარულე ძამიკოსთან ერთად ჰქონდა გადაღებული.



ედელინის ძმისთვის, ჯექსონისთვის უმცროსი დის სიკვდილი ძალიან მტკივნეული და რთული აღმოჩნდა. ის ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რატომ მოხდა ასეთი უსამართლობა და თავისი დაიკო რატომ აღარ არის მასთან.

ედელინს დიაგნოზი 2016 წელს დაუსვევს, მაშინ, როდესაც გოგონა უცნაური ქცევის გამო მიიყვანეს გასასინჯად - პატარამ ბოლო პერიოდში არაბუნებრივად დაიწყო სიარული და ცალი ფეხი უშეშდებოდა ხოლმე. ექიმებმა დიაგნოზის დასმისას მშობლებს მაშინვე უთხრეს, რომ სიმსივნე სასიკვდილო იყო. კიბო ტვინის იმ ნაწილში იყო, რომელიც სიარულს, ქცევას, ძილს, სისხლის მიმოქცევას აკონტროლებდა. მედიკოსებმა გოგონას სიცოცხლის ხანგრძლივობის ორი თვე მისცეს და მშობლებს უთხრეს, რომ დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოეყენებინათ.

მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ამ დროის მაძილზე მშობლები შეუძლებელს აკეთებდნენ, რათა გოგონას სიცოცხლე მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინათ. მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნე მალე პროგრესირებადი იყო, ედელინმა ორი წელი იცოცხლა. ბოლო პერიოდში ძალიან იტანჯებოდა და ძამიკო მუდამ მასთან იყო, ამხნევებდა და მოწყენის საშუალებას არ აძლევდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100