სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

EY მსოფლიო წლის მეწარმის (EY World Entrepreneur of The Year 2015) გრანდიოზულ დაჯილდოებაზე მამუკა ხაზარაძემ საქართველო წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ EY მსოფლიო მეწარმეთა კონკურსის ფინალურ ეტაპზე (EY World Entrepreneur of The Year 2015) საქართველო წარადგინა. დაჯილდოების გრანდიოზული ცერეომონია 2-7 ივნისს მონტე კარლოში გაიმართა.

თიბისი ჯგუფის ხელმძღვანელი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მამუკა ხაზარაძემ ვრცელი ინტერვიუები მისცა CNBC-ის, BBC-ის, Reuters-ისა და Financial Times-ის ჟურნალისტებს. მან საკუთარ ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა და ჟურნალისტებს თიბისი ჯგუფის ისტორია გაუზიარა. გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ მონაწილეობა მიიღო EY მსოფლიო მეწარმის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, შეხვდა მსოფლიოს წამყვან მეწარმეებსა და ლიდერი კომპანიების CEO-ებს.

2015 წლის მსოფლიო მეწარმის ტიტულის მფლობელი სამშენებლო ბიზნესში ერთ-ერთი ლიდერი ფრანგული კომპანია Altrad Group-ის დამფუძნებელი და მმართველი, მოჰედ ალტრადი გახდა. მოჰედ ალტრადი წარმოშობით სირიიდანაა, გაიზარდა ბედუინების ტომში, სირიის ერთ-ერთ უდაბნოში. მისი სამეწარმეო ისტორია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო წლევანდელ მსოფლიო მეწარმის კონკურსზე.

მონტე-კარლოს მსოფლიო მეწარმის ფინალურ კონკურსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 მონაწილე სტუმრობდა. კონკურსზე წარდგენილი იყო 65 გამარჯვებული მსოფლიოს 53 ქვეყნიდან, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, რომლის ისტორიამაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტერესი და შეფასება გამოიწვია. 500$-იდან 3 მილიარდამდე - ასე წარადგენდგენდნენ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ თიბისი ბანკს ჟიურის წევრები და მედიის წარმომადგენლები.

გარდა კონკურსში მონაწილე მეწარმეებისა, დაჯილდოების ცერემონიას და სხვადასხვა სესიებს ესწრებოდნენ სტუმრები ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცა Starbucks, Coca Cola, Twitter და ა.შ.

მამუკა ხაზარაძესთან ერთად დაჯილდოებას ესწრებოდნენ EY საქართველოს მმართველი პარტნიორი, რუსლან ხოროშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და „წლის მეწარმე 2014“-ის ჟიურის წევრი, ქეთევან ბოჭორიშვილი.

როგორც საუკეთესო მეწარმე საქართველოში, მამუკა ხაზარაძე (თიბისი ჯგუფი) EY საქართველომ 2014 წლის ნოემბერში დააჯილდოვა. კონკურსი, რომელსაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EY უკვე 29 წელია მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში ატარებს და რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად არის მიჩნეული მეწარმეობის დარგში, საქართველოში პირველად გასულ წელს ჩატარდა და მისი პირველი გამარჯვებული სწორედ მამუკა ხაზარაძე გახდა.

„პირველ რიგში, მინდა, მივულოცო გამარჯვებულს. ვფიქრობ, ძალიან ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მიუხედავად სირთულეებისა და უმძიმესი ბავშვობისა, მან საკმაოდ დიდ მწვერვალს მიაღწია და დღეს ის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენია მსოფლიოში. ამაყი ვარ, რომ ასეთი ადამიანების გვერდით მომიწია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ეს კონკურსი სწორედ იმისთვის არის, რომახალი კონტაქტები დავამყაროთ, ჩვენი ქვეყნის პოტენციალი წარვადგინოთ, გავაცნოთ ინვესტორებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნეს გარემო, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და ქვეყანა განვავითაროთ. ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული იყო ჩემი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში.“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„EY მსოფლიო წლის მეწარმის მიზანია ეკონომიკისა და ბიზნესის მდგრადი განვითარება, დასაქმების კრიზისის დაძლევა, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ.

კონკურსის ფინალური ეტაპი მონაკოში - ეს არის პლაცდარმი, სადაც ყველა მონაწილეს ეძლევა საშუალება, საფუძველი ჩაუყაროს ახალ პარტნიორული ურთიერთობებს. ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის პერსონამ საკმაოდ დიდი ყურადღება დაიმსახურა, რაც ისევ ქართული ბიზნესის განვითარებაზე ისახება “- აცხადებს რუსლან ხოროშვილი.

EY (Ernst& Young member firm) აუდიტორული, საგადასახადო, ფინანსური გარიგებებისა და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. ორგანიზაცია ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრებისა და ეკონომიკის მიმართ ნდობის გაღრმავებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს საქმიანი გარემოს გაუმჯობესებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100