სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფარშირებული კვერცხი

მასალა:

20 ც. მწყერის კვერცხი

10 ც. პომიდორი

30 გრ. მაგარი ყველი

არაჟანი

მწვანილი

2 ც. ხახვი

მცენარეული ზეთი

მოვხარშოთ, გავაციოთ და გავასუფთაოთ კვერცხი. ზედა მხრიდან მოვაჭრათ ერთი მეოთხედი ნაწილი და ამოვიღოთ გული. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ მცენარეულ ზეთში დაბალ ცეცხლზე. ხახვი შევურიოთ კვერცხის გულსა და წვრილად გახეხილ ყველს. გაჭრილი კვერცხი გამოვავსოთ მიღებული მასით. კვერცხს თავზე დავადოთ შუაზე გაჭრილი საშუალო ზომის პომიდორის ერთი ნაწილი. მიღებული მასა გააფორმეთ არაჟნითა და მწვანილით. შედეგად კი მიიღებთ სოკოს ფორმის ფარშირებულ კვერცხს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100