სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები მოდაზე, ქალსა და ელეგანტურობაზე

კოკო შანელი: მე მინდოდა მიმეცა ქალებისთვის კომფორტული ტანისამოსი, რომელიც ერწყმის მის სხეულს, რადგან როდესაც ქალს კარგად აცვია ის ძალიან ახლოსაა, იმასთან რომ გახადონ.

კარლ ლაგერფილდი: რესპექტაბელური გარეგნობა საკმარისია, იმისათვის, რომ მეტი ადამიანი დააინტერესოთ თქვენი სულით.

კარლ ლაგერფილდი: არასოდეს გამოიყენოთ სიტყვა „ძვირი“.ყველას შეუძლია გამოიყურებოდეს კოხტად ძვირფას ტანსაცმელში, უნდა შეძლოთ და მაისურსა და ჯინსებშიც კი იყოთ კოხტა. ახლა კარგი ტანსაცმელი ყველა ლეველზე არსებობს, მთავარია მონდომება.

კარლ ლაგერფილდი: მე ღია ვარ სიახლეებისთვის, რადგან როდესაც ადამიანი იწყებს იმ დროის კრიტიკას, რომელშიც ცხოვრობს, ეს ნიშნავს, რომ მისი დრო წასულია.

კარლ ლაგერფილდი: ელეგანტურობა ფიზიკური და მორალური ხარისხია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ტანისამოსთან. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სოფლელი ქალი, რომელიც ბევრად უფრო ელეგანტურია ვიდრე ის ქალი, რომელიც საკუთარ თავს ელეგანტურს ეძახის.

ოსკარ უაილდი: მოდა სიმახინჯის ისეთი აუტანელი ფორმაა, რომ იძულებულნი ვართ ის ყოველ ექვს თვეში ერთხელ ვცვალოთ.

ივ სენ ლორანი: ქალისთვის საუკეთესო მაკიაჟი გახლავთ ვნება, მაგრამ კოსმეტიკა უფრო იაფია.

ივ სენ ლორანი: წლების განმავლობაში ვისწავლე, რომ კაბის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი გახლავთ ის ქალი, რომელიც ამ კაბას ატარებს.

ივ სენ ლორანი: ელეგანტურობა ეს ის არის რაც დაგავიწყებს თუ რა ეცვა ელეგანტურ ადამიანს.

ივ სენ ლორანი: საყვარელი მამაკაცის მკლავები გახლავთ, ყველაზე ლამაზი ტანისამოსი ქალისთვის.

ჰილარი კლინტონი: როდესაც მსურს, რომ რაიმე სერიოზული თემა ჟურნალის გარეკანზე მოხვდეს მე ვიცვლი ვარცხნილობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100