სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სამი ადამიანი მირტყამდა გამეტებით, დაცვაც ეხმარებოდა" - გიორგი მასხულიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტირილამდე მიიყვანეს (ვიდეო)

"სამი ადამიანი მირტყამდა გამეტებით კლუბ "ოთახთან" დაცვაც ეხმარებოდა, და ესე მითხრეს ეს მავნისგანო" - დიზაინერი გიორგი მასხულია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მასხულია ამბობს, რომ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მისი თქმით, პოლიციას მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია.

"არ გეგონოთ ვინმეს თავს გახვევდეთ რამეს უბრალოდ მინდა გვერდით დამიდგეთ, სამი ადამიანი მირტყამდა გამეტებით კლუბ ოთახთან დაცვაც ეხმარებოდა, და ესე მითხრეს ეს მვანისგანო, რა დავუშავე ამ კაცს 5 წელია მეტი, რაც ჟურნალისტურ დევნას ახორციელებს ჩემზე სამართალი არ არსებობს რაუნდა ჩემგან ამ ადამიანს რას მერჩის, მიიღეთ ზომები დამიდექით გვერდით გთხოვთ ხალხნო, ნუთუ არ დაიღალეთ ხალხის ბულინგით ცემით, მკვლელობით, მაინცდა მაინც თავი მოვიკლა ამ ადამიანის გამო გთხოვთ დამიდექით გვერდით",- წერს გიორგი მასხულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100