"ზურაბიშვილი ბოდავს" - მორიგი იერიში კრემლიდან
მოსკოვი საქართველოს პრეზიდენტს ისევ ესხმის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სალომე ზურაბიშვილს პრორუსული განწყობის გამო აკრიტიკებს. კრემლის გაღიზიანება ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის იმ ინტერვიუმ, გამოიწვია, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გავლენიან ამერიკულ CBS-ს მისცა. საუბარია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოდინებაზე.
გრიგორი კარასინი აქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნას, ქვეყანაში რუსების შემოსვლა აიკრძალოს, ბოდვას უწოდებს.
ზურაბიშვილი განაგრძობს პარაზიტირებას რუსეთის თემაზე. ახლა ამ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც „მტრის ენაზე ლაპარაკობენ“. პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთის მიერ სრულფასოვანი ომის გამოცხადების წინაპირობებს და მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. ბოდვის გარდა მსგავს საჯარო განცხადებებს ვერაფერს უწოდებ. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისსაც ესმის, - განაცხადა კარასინმა.
კომენტარი