კალიფორნიის სანაპიროსთან 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
კალიფორნიის სანაპიროსთან 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ იურეკიდან 252 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
კომენტარი