ბიჭები ხედავდნენ, როგორ იხრჩობოდა მათი მეგობარი და შველის ნაცვლად უბრალოდ იდგნენ და ტელეფონით მის სიკვდილს იღებდნენ
19 წლის ინდოელი ჯაფერ აიუბი მეგობრებთან ერთად გასართობად და საცურაოდ იყო წასული. ბიჭებმა გადაწყვიტეს, ტელეფონით გადაეღოთ მათი მხიარული დროსტარების ვიდეო, თუმცა კადრებში იმაზე მეტი მოხვდა, ვიდრე ელოდნენ.
ჯაფერი გადახტა წყალში, ცოტა გაცურა, თუმცა ნაპირზე დაბრუნება და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. როდესაც ერთ-ერთმა მეგობარმა შენიშნა, რომ აიუბს დახმარება სჭირდებოდა, ხელი გაუწოდა, თუმცა მალევე უკან წაიღო. ცოტა ხანში ახალგაზრდა ბიჭის სხეული კიდევ უფრო მეტად ჩაიძირა წყალში, თუმცა დასახმარებლად არავინ ჩასულა, ტელეფონის პატრონი კი ვიდეოს გადაღებას ისე განაგრძობდა, თითქოს არაფერი ხდებოდა.
იქ მყოფმა ადამიანებმა მხოლოდ მას შემდეგ ატეხეს განგაში, რაც ჯაფერი წყალში ისე ჩაიძირა, რომ მისი დანახვა შეუძლებელი იყო. როდესაც წყლიდან ამოიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.
კომენტარი