მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ განცხადება
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ბატონი ნუკრი ბიბილაშვილი ეხმაურება ბატონ ელიზბარ ჯაველიძის განცხადებას.
ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის -„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ დაშალა სერგო ჯავახიძემ“ - პასუხად მინდა შევახსენოთ ბატონ ელიზბარს, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმოდგენილია მხოლოდ ორი ადამიანის გამოკლებით - ეს არის ზურაბ ნოღაიდელი და პეტრე მამრაძე.
ვინ დაიქირავა უფასო ადვოკატად ბატონი ელიზბარი ნოღაიდელის და მამრაძის დასაცავად, რა უფლებით ავრცელებს ასეთ დეზინფორმაციას, და რა მოტივი ამოძრავებს ასეთი განცხადებების გაკეთებისას?
ბატონო ელიზბარ, პარტია კი არ დაიშალა, პირიქით, ერთ მუშტად შეიკრა საქართველოს კეთილდღეობისთვის საბრძოლველად და თქვენი განცხადება არის სრული სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეგეხებათ თქვენ, მხოლოდ იქ ხართ, სადაც უფრო კონფორტულად გრძნობთ თავს (მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო (ზვიად გამსახურდია), განათლების მინისტრი, აღორძინება - ასლან აბაშიძე, პოლიტიკური პარტია “იმედი“ ირინა სარიშვილი, ლეიბორისტული პარტია, ქართული აკადემია), და ბოლოს თქვენნაირი ისტორიის ადამიანს სახალხო კრებაში რა ადგილი ეკავა, ეს საკითხი ახლაც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს.
კომენტარი