სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

H1N1-ის ვირუსით ზუგდიდში ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ე.წ. ღორის გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი - H1N1-ის ვირუსით ზუგდიდში 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ვირუსის არსებობა უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მედიკოსების თქმით, კატასტროფის სამსახურმა კლინიკაში პაციენტი 10 იანვარს შემოიყვანა, მას ქონდა ფილტვების ორმხრივი პნევმონია.

მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამჟამად გრიპის ვირუსის დიაგნოზით კლინიკში 26 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი - მართვით სუნთქვაზე.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 17 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100