სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიმსივნის მეოთხე სტადიით დაავადებულმა ქალმა პირდაპირ საავადმყოფოში იქორწინა საყვარელ მამაკაცზე, 18 საათის შემდეგ კი დაიღუპა

31 წლის ჰიზერ ლინდსეიმ, კონექტიკუტის შტატიდან, საყვარელ მამაკაცზე პირდაპირ საავადმყოფოს დერეფანში იქორწინა. ქალს ძუძუს კიბოს მეოთხე სტადია ჰქონდა და მისი მდგომარეობა უიმედო იყო, ამიტომ გადაწყვიტა, სიკვდილის მოლოდინი ბედნიერი განწყობით შეეცვალა. მან ცხოვრების ყველაზე მთავარი და უკანასკნელი სურვილი შეისრულა.

ქორწინების პროცესის დროს ჰიზერი საწოლში საქორწინო კაბით იწვა და ჟანგბადის ბალიში ეკეთა. 18 საათის შემდეგ კი ის გარდაიცვალა.

შეყვარებული წყვილის ისტორია 2015 წელს დაიწყო. ლინდსეიმ დევიდი ცეკვის გაკვეთილზე გაიცნო. ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ, ერთი წლის თავზე კი დევიდი საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნას აპირებდა. ეს ზუსტად შობას უნდა მომხდარიყო. 23 დეკემბერს ჰიზერმა შეყვარებულს სთხოვა ექიმთან გაჰყოლოდა. სწორედ იქ გაიგეს ქალის ჯანმრთელობის საშინელი რეზულტატი - ჰიზერს სწრაფად ზრდადი სიმსივნე აღმოაჩნდა მკერდზე. დევიდმა უკან არ დაიხია და იმ საღამოსვე ხელი სთხოვა ქალს:

"მინდოდა მას სცოდნოდა, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ერთად გადავლახავდით" - აღნიშნა მამაკაცმა.

ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ ჰიზერმა თავი უკეთ იგრძნო და ამიტომ წყვილმა ქორწილის დღე დანიშნა, თუმცა მალევე ექიმებმა შეატყობინეს, რომ მეტასტაზები ფილტვებსა და ტვინში იყო წასული. ამის გამო დაქორწინებაზე აღარ უფიქრიათ.

როდესაც ჰეზერი მიხვდა, რომ დიდი დრო აღარ ეწერა, გადაწყვიტა უკანასკნელი სურვილი აესრულებინა და დევიდს პირდაპირ საავადმყოფოში დაქორწინება შესთავაზა. პროცესის დროს უამრავმა ადამიანმა ცრემლები ვერ შეიკავა და წყვილი ბედნიერი წუთები გლოვას უფრო ჰგავდა. ექიმები აღნიშნავდნენ, რომ ჰიზერმა სიცოცხლე ძალიან ლამაზად დაასრულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100