თბილისის მერიის წარმომადგენელმა ბურჯანაძეს გამაფრთხილებელი წერილი გადასცა
რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე ამ წუთებში მივიდა თბილისის მერიის წარმომადგენელი, რომელმაც სცენაზე ასვლა და განცხადების გაკეთება ითხოვა. მერიის წარმომადგენელი აქციაზე ორი პოლიციელის თანხლებით მივიდა. თავდაპირველად, მის გამოჩენას ჩოჩქოლი მოჰყვა, მაგრამ მერიის წარმომადგენელი ტრიბუნაზე მაინც ავიდა და ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა. მან სანქციის ვადის ამოწურვის შესახებ გააფრთხილა ბურჯანაძე და მას მიტინგის დაშლისკენ მოუწოდა. ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მათ მერიის წერილის სახით მიიღეს და შეთავაზებას, გადაენაცვლებინათ სხვა ადგილზე, ნინო ბურჯანაძემ უარით უპასუხა. მისი თქმით, კონსტიტუციის 24–ე მუხლის თანახმად, ადამიანებს, ვინც რუსთაველზე დგანან, იქ დგომის უფლება აქვთ.
კომენტარი