სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნონა გაფრინდაშვილი: მადლობა რუსეთს (ვიდეო)

ირაკლი ბათიაშვილი კარგა ხანს არ იჯერებდა, რომ ნონა გაფრინდაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა პირველი არხის ეთერში პირადად გადაუხადა. „თქვენ უსმინეთ?“ – ჰკითხა მან ჟურნალისტს, მერე კი დაამატა: „ჩვენ არავის მხარდაჭერა არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა“, – დაამატა ბათიაშვილმა.

ნონა გაფრინდაშვილმა კი პირველი არხის პირდაპირ ეთერში გუშინ უპასუხოდ დატოვა კითხვა, რატომ არ აპროტესტებს „სახალხო კრება“ რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებას, სადაც ღიადაა ნათქვამი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ნინო ბურჯანაძის აქციებს და, რაც მთავარია, პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმი ხელს უშლის აზრის გამოხატვის თავისუფლებას და რომ იგი (სააკაშვილი) ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების მმართველია.

ნონა გაფრინდაშვილმა რუსეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციაზე ზოგიერთები აღიარებდნენ, რომ უბრალოდ, გასართობად მოვიდნენ. ზოგი ცნობისმოყვარეობამ მოიყვანა. ერთ–ერთმა მონაწილემ ისიც კი თქვა, რომ თუ რამე გადაარჩენს საქართველოს, ეს მხოლოდ რუსეთია (იხილეთ ვიდეო).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100