სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მახლობლად ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ლევინი დაიკარგა

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზზე ცნობილი ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ლევინი დაიკარგა.

მისი მეგობრის, მარკიან ლისეიკოს ცნობით, ლევინი კავშირზე ბოლოს 13 მარტს გამოვიდა, როდესაც ვიშგოროდის რაიონში იმყოფებოდა.

როგორც ის ამბობს, ლევინი სოფელ მოშუნის მიმართულებით წავიდა, სადაც საომარი მოქმედებები უნდა გადაეღო, რის შემდეგაც, ის კავშირზე აღარ გამოსულა.

მისივე თქმით, იმ რაიონში, სადაც ჟურნალისტს უნდა ემუშავა, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რა დროსაც შესაძლოა, ჟურნალისტი დაიჭრა, ან რუსი ჯარისკაცების ტყვეობაში აღმოჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100