სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლოქდაუნის“ გამოცხადებასთან დაკავშირებით თენგიზ ცერცვაძე განმარტებას აკეთებს

ვითარება ძალიან საყურადღებოა, სერიოზულია, ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა ძალიან მაღალია, შესაბამისად, მაღალია ე.წ. აქტიური კოვიდ ავადმყოფების რიცხვი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ის კოვიდ ავადმყოფები, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდი, მაგრამ ჯერ არ გამოჯანმრთელებულან – ასეთი დღეს უკვე 20 000-ზე ავიდა. ნოემბერ-დეკემბერში გვყავდა დაახლოებით 30 000. რაც უფრო მეტია აქტიური ავადმყოფების რიცხვი, მით უფრო ძნელია კლინიკური სექტორის მიერ მათი მართვა.

გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნსა“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას, მე პირადად ამას მხარს არ ვუჭერ და რამდენადაც ვიცი, მთავრობაც მხარს არ უჭერს. გაიხსნა ბიზნესები, ადამიანები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. თუ ამ მაღალ რიცხვს შევინარჩუნებთ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა ავადმყოფის მოვლას,“ – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100