ქუთაისში გოგი წულაია დააკავეს
ქუთაისში პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, გოგი წულაიას პოლიციისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით პილიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს, სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.
წულაიას ქალაქში პატრულმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა და უთხრა მას, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, პროტესტის უფლება არ ჰქონდა. მცირედი შელაპარაკების დროს, უცენზური სიტყვების გამო, წულაია განყოფილებაში გადაიყვანეს.
წულაიას ბრიფინგი სავალუტო პუნქტების დახურვის გამო ჰქონდა და აცხადებდა, რომ შეზღუდვით ადამიანები უმუშევრები რჩებიან.
კომენტარი