პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მეთოდოლოგიის შესახებ
ეგზიტპოლი არის საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლის გამოკითხვა არჩევნების დღეს, რაც მიზნად ისახავს არჩევნევის შედეგების წინასწარ შეფასებას და მოსახლეობის ელექტორალური მოტივაციების გაზომვას.
ოფიციალური სტრუქტურის (ცენტრალური საარჩევნო კომისიის) მიერ დაფიქსირებულ არჩენების საბოლოო შედეგებთან ეგზიტპოლის საპროგნოზო შედეგების მაქსიმალური მიახლოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება ამერიკელი სოციოლოგის, ტელეკომპანია CBS-ის არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის დირექტორის, უორენ მიტოფსკის მიერ სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგია. ამ მეთოდოლოგიით აშშ-ში პირველი კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1972 წელს ჩატარდა. ეგზიტპოლის ჩატარების მეთოდიკა გულისხმობს შემდეგს:
1) შერჩევის ორეტაპიანი დაკომპლექტება; პირველ ეტაპზე შერჩევის ერთეულია საარჩევნო უბანი, ხოლო მეორე ეტაპზე – ამომრჩეველი.
2) საარჩევნო უბნების შერჩევაც, თავის მხრივ, ორეტაპიანი პროცედურაა. პირველ ეტაპზე ხორციელდება საარჩევნო უბნების სტრატიფიკაცია არჩევნების თავისებურებათა ამსახველი ერთი ან რანდენიმე ნიშნის მიხედვით. ამ ნიშნების არჩევა ეფუძნება წინა წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგების ამსახველ სტატისტიკურ მასალას, აგრეთვე, კომპანიის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებს. მეორე ეტაპზე შერჩევის დაკომპლექტება ეფუძნება შემთხვევითი შერჩევის პრინციპს.
3) საარჩევნო უბნის გამოსასვლელთან რესპონდენტთა შერჩევის ბიჯის გაანგარიშება. ბიჯი განისაზღვრება, როგორც საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებულ ამომრჩებელთა საერთო რაოდენობის შეფარდება ამ უბანზე გამოსაკითხ რესპონდენტთა რიცხვთან. 4) მონაცემების ოპერატიული გადაცემა მონაცემთა დამუშავების ცენტრისათვის. საარჩევნო უბნების სტრატიფიკაცია აგრეთვე ეფუძნება შიდაკლასტერულ კოეფიციენტს (ICC), რომელიც გამოიყენება ეგრეთ წოდებული „დიზაინის ეფექტის“ (DEFF) გამოსათვლელად. DEFF არის როგორც ICC-ის, ისე თითოეულ საარჩევნო უბანში ინტერვიუთა რაოდენობის (m) ფუნქცია: .
კომენტარი