სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვარ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში" - ნახეთ, რას წერს ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"უამრავი ადამიანი მეკითხება იმის შესახებ, თუ რა სიახლეებია. კითხვებს მისვამს მედია. მეც ვგრძნობ ამ ყველაფერზე უდიდეს პასუხისმგებლობას, რადგან სხვა ადამიანებთან ერთად, ვიყავი ამ პროცესის სათავეში. მაგრამ პასუხსები არ მაქვს! ვარ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში. გახარიასთან შეხვედრაზე, როგორც სხვა პირები მეუბნებიან, შსს-ს წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ ანა სუბელიანი არ უნდა შესულიყო ამ შეხვედრაზე. იმის შემდეგ მუდმივად ვცდილობ პროცესებში ჩართვას, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მეძლევა. მეც თქვენთან ერთად ველოდები ინფორმაციას, ველოდები გამჭვირვალეობას!" - წერს ანა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100