სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კვირიკაშვილი: ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს და უნდა შევრიგდეთ

ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს და უნდა შევრიგდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

კვირიკაშვილმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში მშვიდობა იქნას შენარჩუნებული.

”რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავხარჯოთ ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ, ნამდვილად ევროპულ საქართველოს ვაშენებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ ჩვენ აუცილებლად თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველაფერი სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზების და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს”, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100