ლევან გაჩეჩილაძის შვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული რატი გაჩეჩილაძის ვიდეომასალას ავრცელებს.
ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან გაჩელაძის შვილი, რატი გაჩეჩილძე დააკავა, ამის შესახებ განცხადება, სამინისტრომ ოფიციალურ ვებ გვერდზე გაავრცელა.
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.გ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს." ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ვიდეო http://police.ge/ge/shss-m-dzaladobis-braldebit-erti-piri-daakava/10310
კომენტარი