სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში აფხაზ პაციენტს კანს გადაუნერგავენ

თბილისის დამწვრობის ცენტრში მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცედურები 60 წლის ივანე კაკალიას კანის ტრანსპლატაციისათვის. დედაქალაქში ის ოკუპირებული აფხაზეთიდან 12 ივლისს გადმოიყვანეს, სხეულის კანის ზედაპირის 70 % დამწვრობით.

პაციენტმა ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. თბილისში ის გამოგზავნეს მას შემდეგ, რაც სოხუმის საავადმყოფოს ექიმებმა კაკალიას სიცოცხლის გადარჩენაზე პასუხისმგებლობა ვერ აიღეს. ქართველი მედიკოსები ამბობენ, რომ დაზარალებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100