სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკი, პირველად საქართველოში, ფინანსური აქტივების პროფესიონალურ მართვას ნერგავს

საქართველოში პირველად, თიბისი ბანკი მომხმარებელს თავისუფალი ფულადი რესურსების პროფესიონალების მიერ მართვის შესაძლებლობას აძლევს. ამ მიზნით, თიბისი ბანკის ხელშეწყობით შეიქმნა საინვესტიციოფონდი, რომელიც წინასწარ, მკაცრად განსაზღვრული სტრატეგიის მიხედვით, თანხებს დააბანდებს ობლიგაციებსა და სასესხო ვალდებულებებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. დივერსიფიცირებულიინვესტირება უზრუნველყოფს მაღალ მომგებიანობას დაბალი რისკით.

ფონდის სტრუქტურა ევროპულია და მას ევროპაში ლიცენზირებული კომპანია მართავს, რომლის ხელმძღვანელები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, თემო ჭეიშვილი და ვასილ რევიშვილი არიან.

თემო ჭეიშვილი 2000 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა მსოფლიოში წამყვანი ბანკების Barings-ისა და ING-ის სტრუქტურებში, მათ შორის ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა საინვესტიციო მართვის დირექტორი,კორპორატიული ფინანსების ვიცე-პრეზიდენტი, საინვესტიციო პროდუქტების უფროსი მენეჯერი და სტრატეგიული კონსულტანტი. აქტიური მოღვაწეობის გეოგრაფია მოიცავს ნიდერლანდებს, საფრანგეთს, შვეიცარიას,სინგაპურს, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და აღმოსავლეთ ევროპას.

მისი კარიერა დაიწყო სახელმწიფო ბანკების სასესხო პორტფელისა და აქტივების რესტრუქტურიზაციით, რაც მან წარმატებით განახორციელა, როგორც ევროპის, ასევე აზიის რამდენიმე ქვეყანაში. 2004 წლიდან თემოჭეიშვილი საინვესტიციო ბიზნესშია ჩართული, იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა ოცამდე საინვესტიციო ფონდს ლუქსემბუგში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და სინგაპურში, რის შედეგადაც მოზიდულ იქნა რამდენიმე ათეულიმილიარდი ევრო.

2007 წლიდან თემო ჭეიშვილის საქმიანობას განეკუთვნება საინვესტიციო პორტფელების შემუშავება და მართვა საობლიგაციო, სააქციო, წარმოებულებისა და სასესხო ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით,ცენტრალური და კომერციული ბანკებისა და უმსხვილესი საპენსიო ფონდებისათვის (გერმანია, იაპონია, ყაზახეთი, მონღოლეთი, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, ბოცვანა, ტაივანი, არაბეთის გაერთიანებულისაემიროები). თემო ჭეიშვილმა წარმატებით ჩამოაყალიბა და განახორციელა სტრატეგიული ალიანსები საფინანსო ინსტიტუტებთან ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, იგი არჩეულ იქნა ერთობლივი საინვესტიციოკომპანიის ხელმძღვანელად საუდის არაბეთში.

თემო ჭეიშვილი ფლობს შვედეთის ლუდინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და გავლილი აქვს London Business School-ის, Amsterdam Institute of Finance-ის, INSEAD-ის, Chartered Alternative Investment Association-ის, და Euromoney Singapore-ის საინვესტიციო მართვისა და მაღალი მენეჯმენტისთვის განკუთვნილი მმართველობის და პროფესიული განვითარების სპეციალური პროგრამები. იგი სრულყოფილად ფლობს ქართულ,ჰოლანდიურ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

თიბისი ბანკის საინვესტიციო ფონდის თანახელმძღვანელია ვასილ რევიშვილი. ფინანსებში მისი კარიერა დაიწყო ევროკავშირის ფონდის კრედიტის მართვის განყოფილებაში. მოგვიანებით ის შეუერთდა ქართულსაინვესტიციო ცენტრს. მისი პროფესიული გამოცდილება საქართველოში მსოფლიო ბანკში მუშაობასაც მოიცავს. 2004 წლიდან ვასილი შვეიცარული ბანკის აქტივების მართვის კომპანია Pictet Asset Management-ის გუნდისწევრი ხდება და ლონდონში რისკების მაკონტროლებლის, მოგვიანებით კი ჟენევასა და ლონდონში საინვესტიციო რისკების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა, სადაც მას 120 მილიარდი აშშ დოლარისჯამური ღირებულების პორტფელების რისკის მართვა ებარა. ამავე კომპანიაში ვასილი 2007 წლიდან უფროსი საინვესტიციო მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და მაკრო კვლევებსა და ალგორითმულ მოდელებზედაფუძნებულ, 3 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს მართავდა. 2008 წლიდან ის საქართველოში დაბრუნდა და ერთერთი მსხვილი ქართული ბანკის აქტივების და დაგროვილი ქონების მართვის ბიზნეს ჩაუდგა სათავეში.გარდა მდიდარი პროფესიული გამოცდილებისა, ვასილ რევიშვილს მაღალი ხარისხის განათლება აქვს მიღებული მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში - მან ლონდონის ბიზნეს სკოლაში ფინანსების მაგისტრის ხარისხიმოიპოვა.

თიბისი ბანკის მენეჯმენტი მოხარულია, რომ ბანკი მომხმარებელს პირველად აძლევს საერთაშორისო დონის ფონდში ინვესტირების შესაძლებლობას და ფონდის მმართველების მრავალწლიანი გამოცდილება კლიენტებისდაგროვილი ქონების წარმატებულად განკარგვას მოხმარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100