თავისუფლება არ არის ღირებული თუ არ ხარ თავისუფალი შეცდომების დაშვებაში
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ცხოვრებისეულ შეცდომებზე:
„ის ვისაც არასოდეს დაუშვია შეცდომა არის ადამიანი, რომელსაც არსოდეს უცდია რაღაც ახალი“ - ალბერტ აინშტაინი.
„თავისუფლება არ არის ღირებული თუ არ ხარ თავისუფალი შეცდომების დაშვებაში“ - მაჰათმა განდი.
„ჩვენ ვსწავლობთ შეცდომისგან და არა წარმატებისგან“ - ბრემ სტოკერი.
„წარმატება არ მოიცავს შეცდომის არ დაშვებას, წარმატება მიიღწევა უკვე დაშვებული შეცდომის არ გამეორების შედეგად“ - ჯორჯ ბერნარდ შოუ.
„ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შეგიძლია დაუშვა არის შეცდომის დაშვების შიშის მუდმივი განცდა.“ - ალბერტ ჰუბარდი.
„მაჩვენეთ ადამიანი, რომელსაც არ დაუშვია შეცდომა და მე გაჩვენებთ ადამიანს, რომელსაც ბევრი არაფრისთვის მიუღწევია ცხოვრებაში“ - ჯოან კოლინზი.
„ადამიანის ხასიათი მისი შეცდომებით კი არა მათი გამოსწორების მეთოდებით ვლინდება“ - ფრეა ნორსი
„შეცდომას ზოგჯერ მოაქვს სურპრიზი, რომელიც ცხოვრებას უფრო საინტერესოს ქმნის“ - ამელი ლიუ.
„როდესაც შენს გზას იპოვი, არ უნდა შეგეშინდეს. შენ უნდა გამოავლინო სიმამაცე შეცდომების დაშვებაშიც. იმედგაცრუება, მარცხი და სასოწარკვეთილება არის ღმერთის ხერხი შენთვის გზის დასანახებლად“ - პაოლო კოელიო.
კომენტარი