სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რატომ ხართ თქვენ სულელები, ავადმყოფები და ღარიბები?... და როგორ გავხდეთ ჭკვიანები, ჯანსაღები და მდიდრები"?!

რატომ ხართ თქვენ სულელები, ავადმყოფები და ღარიბები?... და როგორ გავხდეთ ჭკვიანები, ჯანსაღები და მდიდრები?! -- ასე ჰქია თვითგანვითარების სფეროს ცნობილი ექსპერტის -- რენდ პოლ გეიჯის -- წიგნს. რენდის აზრით, ამისათვის საჭიროა, დაიცვათ კანონები, რომელთა მიხედვითაც ცხოვრობს სამყარო:
1. სიცარიელის კანონი --- თუკი თქვენ ახალი ბოტები გჭირდებათ, ძველები უნდა გადაყაროთ. თუკი თქვენ ახალი ტანსაცმელი გჭირდებათ, თქვენი კარადა უნდა გამოაცარიელოთ --- ძველი სტერეოტიპები თქვენი კეთილი ნებით უნდა დათმოთ;
2. ცირკულაციის კანონი --- მზად იყავით, დათმოთ ის, რაც ახლა ფლობთ, იმის მისაღებად, რასაც ახლა ნატრობთ;
3. წარმოსახვის კანონი --- თქვენი აყვავება ჯერ თქვენს წარმოსახვაში წარმოიდგინეთ: აღწერეთ თქვენი იდეალური დღე და მის შესახებ მხოლოდ თქვენს სანდო ადამიანებს მოუყევით. ეს აღწერა სადმე ახლოს შეინახეთ, გამუდმებით ხელთ იქონიეთ და თავისუფალ დროს გადაიკითხეთ ხოლმე;
4. შემოქმედების კანონი --- ადამიანს შეუძლია, აყვავებას თავისი აზროვნების, ინტუიციისა და წარმოსახვის ენერგიით მიაღწიოს;
5. გადაცემისა და მიღების კანონი --- თუკი რაიმეს გასცემთ, ეს ათმაგად დაგიბრუნდებათ. როცა რაღაც სიკეთეს მიიღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სიკეთე გარშემო მყოფებსაც გაუნაწილოთ. თუკი რაღაც ნიჭი გაქვთ და მას არ იყენებთ, ამით თქვენს ღვთიურ არსს შეურაცხყოფთ -- თქვენს უნარებს საჭირო პატივისცემით რომ ეკიდებოდეთ, მაშინ ამ ნიჭით უნდა ხარობდეთ და მას თქვენს გარშემო სხვებსაც უნაწილებდეთ. ასე თუ მოიქცევით, თქვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მიიზიდავთ;
6. მეათედის კანონი --- სამყარო ყოველთვის წაიღებს თავის მეათედს. ეს უბრალოდ თქვენი მხარდაჭერის წყაროსადმი მადლიერების კანონია --- გასცეთ იმ ყველაფრის 10%, რასაც მიიღებთ! და თქვენ არასდროს არ იცით, გაცემული მეათედი უკან როგორ დაგიბრუნდებათ: ფული ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ეს მეათედი, შესაძლოა, თქვენთან უბრალოდ ვინმესთან შერიგების, ახალი მეგობრული ურთიერთობების, გამოჯანმრთელების, ანდა სრულიად სხვა სახით მოვიდეს;
7. ყველაფრის პატიების კანონი --- თუკი თქვენ არ შეგიძლიათ, აპატიოთ ადამიანებს, მაშინ თქვენს სიმდიდრეს ვერ მიიღებთ. თუკი თქვენი სული სიძულვილითაა სავსე, სიყვარული მასში ადგილს ვერ იპოვის. ნეგატიური გრძნობებისგან უნდა განთავისუფლდეთ!!!

პ.ს. გახსოვდეთ – მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ-ჩვენი ცნობიერების შეცვლით -- ჩვენ ერთად ვცვლით სამყაროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100