სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაესტროს“ დირექტორმა სკანდალური დოკუმენტები გაასაჯაროვა

ტელეკომპანია მაესტროს გენერალურმა დირექტორმა სკანდალური წერილები გაასაჯაროვა.

გადაბაძემ ისაუბრა ირაკლი რუხაძის შემოთავაზებაზე. რუხაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესპარტნიორია და როგორც გადაბაძე ამბობს, არაოფიციალურად მართავს ტელეკომპანია იმედს. მასთან კავშირს ადასტურებს მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძეც. გადაბაძემ ბრიფინგი მას შემდეგ გამართა, რაც წუხელ თბილისში კომპანიის 25 პროცენტის მფლობელი მაკა ასათიანი ჩამოვიდა.

ერთ-ერთ წერილი, რომელიც 2015 წლის 29 მაისით თარიღდება, ირაკლი რუხაძემ კოტე გოგელიას და მაკა ასათიანს გაუგზავნა. ამ დოკუმენტის მიხევდით რუხაძე სთავაზობს მაკა ასათიანს გარიგებას, რის სანაცვლოდაც ის 7.5 მილიონ დოლარს იხდიდა.

„მას აქვს ჩამოთვლილი პუნქტები, თუ რა აინტერესებს მაესტროში. გარიგების საგანია შემდეგი აქტივები - არა კომპანიის წილები, მაესტროზე, როგორც ბრენდზე უფლება, მაესტროს ლიცენზიები და სიხშირეები, შეძენილი ტელენაწარმის კონტენტი, საავტორო უფლებები მაესტროს მიერ ნაწარმოებ საკუთარ ტელეპროდუქციაზე.

„ამ დოკუმენტში ჩანს, რომ ირაკლი რუხაძის ინტერესი იყო ამ ტელეკომპანიაში შინაარსი, რაშიც იხდიდა ის ამ თანხას,“ - განმარტა ბაია გადაბაძემ.

კიდევ ერთი მიმოწერა, რომელსაც ბაია გადაბაძე ასაჯაროვებს 2016 წლის 15 იანვრით თარიღდება. ეს წერილი მაშინ ჯერ კიდევ პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ გაუგზავნეს ყველა სხვა დანარჩენ პარტნიორს, მათ შორის, მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, მაკა ასათიანს, სადაც აღნიშნულია, რომ გეგმავენ წილის გასხვისებას მესამე პირზე.

„რადგან უპირატესი შესყიდვის უფლება გაქვთ თქვენ, გთავაზობთ, რომ 2.5 მილონად იყიდეთ ჩვენი წილი და ეს ყველაფერი გადაგვიხადეთ სამ დღეშიო.

წესდების თანახმად, თუ მესამე პირი არ ყიდულობს წილს, არ არის საჭირო ასეთი შეთავაზება, აქედან დასტურდება, რომ ისინი ირაკლი რუხაძეზე ყიდდნენ მაშინ წილს და არა გია გაჩეჩილაძეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეთავაზება საჭირო არ იყო. როდესაც ვითარება გართულდა და მიხვდნენ, რომ ირაკლი რუხაძის გამოჩენა არ იყო მათთვის სასარგებლო, ეს წილი იყიდა გია გაჩეჩილაჩემ,“ - აცხადებს ბაია გადაბაძე.

როგორც მაესტროს გენერალური დირექტორი ამბობს, ასეთი ჩარევების გამო გახდა იძულებული მიემართა სასამართლოსთვის გაკოტრებასთან დაკავშირებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100