სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 ივნისის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით

გთავაზობთ 19 ივნისის მონაცემებს ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით:

19 ივნისის ფინანსური კონტრიბუციის შედეგები:

RMG Gold - 1 000 000 ლარი იბერკომპანი - 10 000 ლარი აუდიტორიული კომპანია PwC საქართველო -10 000 ლარი ჯეპრა - 5 000 ლარი

19 ივნისის ინიციატივები და მიმდინარე აქტივობების შედეგები:

მაღაზიათა ქსელმა "სუფთა სახლი" დაზარალებული ოჯახები საწმენდი და სარეცხი საშუალებებით მოამარაგა.

§ PwC საქართველოს თანამშრომლებმა 3640 ლარი შეაგროვეს მოხალისეებისთვის საჭირო აღჭურვილობის - ბოტების, რესპირატორების, სამუშაო ხელთათმანების, წყლისა და საკვების შესასყიდად.

სულ 13 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ 19 ივნისის მონაცემებით:

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 90- ზე მეტი კომპანიის მიერ 5.5 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.

სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი წარმოგიდგენთ ყოველი დღის ანგარიშს განახლებული ინფორმაციით. გთხოვთ გაეცანით წინა დღეების მონაცემებს ქვემოთ მოცემულ ლინკებზე:

15 ივნისის ანგარიში - http://goo.gl/YTNRDc

16 ივნისის ანგარიში -http://goo.gl/6evp67

17 ივნისის ანგარიში - http://goo.gl/3xcXXU

18 ივნისის ანგარიში - https://goo.gl/sIiQOP

ფინანსური კონტრიბუციისთვის:

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი საბანკო ანგარიშები მოცემულია სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის facebook გვერზე https://www.facebook.com/csrclubgeorgia?fref=ts ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე https://www.indiegogo.com/projects/support-tbilisi-zoo-recovery#/story

CSR კლუბი პასუსხისმგებლობას იღებს, თავი მოუყაროს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რომელიც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გავრცელდება, მოამზადოს ყოველდღიური ანგარიში და უზრუნველყოს ამ ანგარიშის მედიისთვის მიწოდება. (ან მისი მედიაში გავრცელება) გთხოვთ. მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენი კომპანიის მიერ ფულადი ან სხვა რესურსებით გაწეულ დახმარებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100