სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა ის აშშ-ს საუკეთესო პრეზიდენტად დაასახელეს

ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება. სამოქალაქო ომის პერიოდში იგი პირადად წარმართავდა საომარ მოქმედებებს კონფედერაციის წინააღმდეგ, მთელი ომის განმავლობაში წარმატებით ცდილობდა არ დაეშვა დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ინტერვენცია.

ისტორიაში აბრაამ ლინკოლნი ყოველთვის დარჩება ადამიანად, რომელმაც არ დაუშვა ამერიკის დანაწევრება და გაათავისუფლა მონები. იგი ითვლება ამერიკის «დამფუძნებელი მამების», ამერიკის დემოკრატიის შემქმნელების, საქმის ღირსეულ გამგრძელებლათ.

მან გაატარა ღონისძიებები, რომლებმაც გამოიწვია მონათმფლობელობის გაუქმება. გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაცია 1863 წელს, რომელიც კონსტიტუციის მე-13 შესწორებით განმტკიცდა. აშშ-ს რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861-1865 წლებში. 1864 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების კაპიტულაციიდან მეხუთე დღეს, 1865 წლის 14 აპრილს, იგი სამხრეთელთა მხარდამჭერმა ჯონ ბუთმა სასიკვდილოდ დაჭრა. ლინკოლნი მეორე დღეს დილით გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ის ამერიკის შეერთებულიშტატების ოთხ მოკლულ პრეზიდენტს შორის პირველი იყო. ''როცა აღსასრულის დღე დგება, ცხოვრება წლებით კი არა, წლებში ცხოვრებით იზომება.''

ტრაგიკული გახლდათ არამხოლოდ სიკვდილი არამედ მთელი ბავშობა და პირადი ცხოვრებაც. 9 წლის იყო როდესაც დედა გარდაეცვალა, მიწადმფლობელი მამის ვაჟს პატარაობიდან მძიმე და დამქანცველი შრომა უწევდა. ამის გამო დაწყებითი განათლება არ მიუღია, შემდგომში აბრაამი იხსენებს: ''როცა მე მივაღწიე სრულწლოვნობას თითქმის არაფერი არ ვიცოდი. შემეძლო ცოტა წერა - კითხვა და თვლა, ეს იყო და ეს.'' უმეტესწილად იგი თვითონ იღებდა განათლებას კითხვით რომელიც აბრაამს ძალიან უყვარდა.

22 წლის ამბიციურმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა დამოუკიდებლად გაეკვლია გზა წარმატებისკენ. უკვე 23წლის ასაკში იწყება მისი პოლიტიკური კარიერა. პრეზიდენტობამდე ლინკოლნი ილინოისის შტატში ადვოკატად მუშაობდა, ასევე ილინოისის შტატის საკანონმდებლო ორგანოს და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. მას ორჯერ ჰქონდა აშშ-ის სენატში არჩევის წარუმატებელი მცდელობა. როგორც მონობის წინააღმდეგ აქტიურმა მებრძოლმა მან რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნები მოიგო 1860 წელს, ამავე წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა, რითაც იგი პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში ლინკონის გამარჯვებიდან ინაუგურაციამდე აშშ-ს სამხრეთის შტატები გამოეყვნენ და ამერიკის კონფედერაციული შტატები ჩამოაყალიბეს.''შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.''ამბობდა იგი.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 1840 წელს ლინკოლნი დაქორწინდა მერი ტოდზე. მათ 4 შვილი შეეძინათ მაგრამ 3 მათგანი სხვადასხვა მიზეზით ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია აბრაამის სიყვარული ბავშვების მიმართ, რომელიც არასოდეს არ იყო მკაცრი არც შვილების მიმართ და ცოლთანაც ძალიან თბილი ურთირთობა ქონდა. ორივე მშობელზე დიდი გავლენა მოახდინა შვილების დაკარგვამ. მოგვიანებით, მერის ჰქონდა პრობლემები სტრესთან დაკავშირებით, ლინკოლნს მელანქოლიასთან.

მეცნიერების მიერ იგი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული. მისი პორტრეტი 5 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100