ეს იმ ბიჭის ფოტოებია, მესტიაში ცივი იარაღით რომ მოკლეს
11 ივლისს მესტიაში მკვლელობა მოხდა - მოკლულია 25 წლის ლუკა ფალიანი, რომელსაც ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენეს გულ-მკერდის არეში.
ადგილობრივების განცხადებით, ინციდენტი მესტიის ცენტრში, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფალიანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში დაიღუპა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარი