დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 10:42 საათზე, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც imedinews-ს სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ეპიცენტრში შესაძლოა ნგრევა გამოეწვია.
კომენტარი