სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კალაძისთვის 54%-ის დაწერას აპირებენ" - ელისაშვილის წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს

"ქართული ოცნება გადავიდა გაყალბებაზე. მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, იმასთან დაკავშრებით, რომ აპირებენ ქართული ოცნების კანდიდატისთვის 54%-ის დაწერას"- ეს განცხადება თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ერთ ერთ საარჩევნო უბანთან გააკეთა, სადაც ის მისი დამკვირვებლის ინციდენტთან დაკავშირებით მივიდა. ელისაშვილის თქმით, მისი შტაბის წარმომადგენელი საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს. მიზეზი ელისაშვილის თქმით ის გახდა, რომ დამკვირვებელი მაგიდასთან დაიხარა და გადაამოწმა მართლაც მოაწერა თუ არა ხელი ერთ ერთმა ამომრჩეველმა სიაში. ელისაშვილი პირადად შეხვდა მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენელს და მისგან მოისმინა სარცევნო უბანზე მომხდარის ინციდენტის დეტალები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100