სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შიდა ქართლში გაუპატიურებისთვის ნასამართლევი პირი მკვლელობისთვის დააკავეს

შიდა ქართლში გაუპატიურებისთვის ნასამართლევი პირი მკვლელობისთვის დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად წარსულში სამჯერ (გაუპატიურების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის) ნასამართლევი, 1955 წელს დაბადებული თეიმურაზ წ. დააკავეს.

დაკავებულმა 29 იანვარს გორში, კომბინატის დასახლებაში ყოფილი მეუღლის, ნინო გელაშვილის ბინაში გერი, 20 წლის თამარ ბეგიაშვილი მუცელსა და გულმკერდის არეში დანის რამდენიმე დარტყმით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს აწარმოებს.“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100