ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსს ავსტრიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა
ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსმა რობიზონ მარგველანმა მარტის შუა რიცხვებში ავსტრიაში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. მან საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც ზვიად გამსახურდიასგარდაცვალების გარემოებების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა ზვიდ გამსახურდიას მკვლელობის შესახებ.
კოკო გამსახურდიას კომისიამ აღნიშნულ დოკუმენტში ბრალი დასდო რობიზონ მარგველანს, რომელმაც დაცვის უფროსის მოვალეობა არ შეასრულა და არ დაიცვა პრეზიდენტი თავდამსხმელებისგან.
ცნობისათვის, რობიზონ მარგველანი დაცვის უფროსად 1991 წლის დეკემბერში დაინიშნა. მან შეცვალა კობა შარვაძე. საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლის დღიდან, 1993 წლის 25 სექტემბერიდან მის გარდაცვალებამდე, 31 დეკემბრამდე, რამდენიმე ადამიანთან ერთად, რობიზონ მარგველანი ზვიად გამსახურდიასთან იმყოფებოდა.
კომენტარი