კონსერვატორიის სტუდენტის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა
თბილისის ცენტრში მოკლული კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.
მირიან თოხაძეს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება.
დაკავებული სამედიცინო დაწესებულებაში 20 დღით მოთავსდება, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს, იყო თუ არა თოხაძე დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი.
მძიმე დანაშაული საბურთალოზე 27 სექტემბერს მოხდა. კონსერვატორიის სტუდენტი, 23 წლის გიორგი საყურაშვილი ცივი იარაღიდან გულ-მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. მოკლულის ახლობლების თქმით, საყურაშვილი საბურთალოზე შემთხვევით აღმოჩნდა.
კომენტარი