"გაბედეს" წევრებმა პარლამენტთან ჩემოდნით შეშა და ივანიშვილის გამოსახულებიანი 41 დოლარიანები მიიტანეს
პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და სამივე შესასვლელი პოლიციების მიერ არის ბლოკირებული, სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრები მივიდნენ.
აქტივისტებმა ადგილზე ჩემოდანი მიიტანეს, სადაც შეშა დევს. ასევე მიიტანეს დაბეჭდილი 41 დოლარიანები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.
მათი განმარტებით, ეს, "ქართული ოცნების" მმართველობის სიმბოლოა.
"თურმე ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ შეშა კონტრაბანდაა და ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოვადგენთ სამართალდამცველებისთვის. ეს შეშა არის სიმბოლო ბიძინა ივანიშვილის შეშინებული სახის და მეორე, რაც ყველაზე მეტად უყვარს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ფული, ეს არის 41 დოლარიანები, რაც რეალურად ინარჩუნებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
კომენტარი