სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი ვინ არის ლევან ჯიბღაშვილის ბიზნესმენი სასიმამრო - სალომე სულხანიშვილი მამასთან ერთად

ლევან ჯიბღაშვილის საცოლე, სალომე სულხანიშვილი, მამასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. სალომეს მამა თბილისსა და ბათუმში არსებული "აკვა პარკების" ქსელის მფლობელის, აკაკი სულხანიშვილის, იგივე ფეფეს ქალიშვილია.

შეგახსენებთ, რომ ჯიბღაშვილი ძველ შეყვარებულს რამდენიმე თვის წინ შეურიგდა. 30 წლის მსახიობმა და ბიზნესმენმა რჩეული გოგონა ახლობლებს საკუთარ დაბადების დღეზე საცოლეს სტატუსით უკვე გააცნო. როგორც ცნობილია, წყვილს წლების წინ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, შემგდომ დაშორდნენ. აღმოჩნდა, რომ ლევანსა და სალომეს შორის სიყვარულის ძაფები მუდმივად იყო გაბმული. მათ ერთმენეთი ჯერ კიდევ ბავშვობაში შეუყვარდათ. შემდეგ, მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. სალომე გათხოვდა, თუმცა ქორწინება უიღბლო გამოდგა და ძალიან მალე ოჯახი დაენგრა.

ამის შემდეგ, სულხანიშვილი ოჯახთან ერთად მოსკოვში გადაბარგდა. ამასობაში ლევანი ცნობილი მსახიობი და ბიზნესმენი გახდა. ბოლო პერიოდში კი საზოგადოების ყურადღება გახმაურებული პირადი ცხოვრებითაც მიიპყრო. არაერთი გახმაურებული რომანის მიუხედავად ჯიბღაშვილი ისევ სასურველ სასიძოდ რჩება. თუმცა, ლევანი თბილისში ბინის რემონტს ასრულებს და როგორც ცნობილია, წყვილის ქორწილიც მალე ექნება. სალომეს განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. პროფესიით იურისტი გახლავთ და როგორც შევიტყვეთ თავისი ბიზნესებიც აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100