როგორი იქნება „Porsche Cayman“-ის კონკურენტი „BMW M2“
„BMW M2“-ის სერიული წარმოება კომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. აღნიშნული მოდელი „F21“-ის პლატფორმაზე აეწყობა, ისევე როგორც მეორე სერიის სხვა მოდელები. ისინი მსოფლიო ავტობაზარზე 2014 წლისთვის გამოჩნდება. „BMW M2“-ს ძრავი წინ აქვს მოთავსებული, მაგრამ იგი უკანამოჭიდების მოდელია. „BMW M2“ ჰიბრიდული „BMW M1“-ის წინამორბედი იქნება. „BMW M1“-ზე მუშაობა კი, 2015 წლისთვის დასრულდება.
ახალი მოდელი საკუთარ ვიზუალურ მხარეში წინამორბედის ელემენტებს გაიმეორებს. გავრცელებულ ფოტომასალაში, ავტომობილი ძალიან გავს „Vision Connected Drive“-ს.
კომენტარი