სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მელ გიბსონი კანის ფესტივალზე წელს ზემოთ შიშველი გამოჩნდა

ოქსანა გრიგორიევასთან გახმაურებული სკანდალის შემდეგ, ჰოლივუდის ვარსკვლავი მელ გიბსონი კანის ფესტივალზე გამოჩნდა და მაშინვე ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. ფესტივალზე მსახიობმა თავისი ახალი ფილმი „ბობერი“ წარადგინა.

პრემიერის წინ გიბსონი წითელ ხალიჩაზე თავისუფალი, სრულიად უკომპლექსო და ბედნიერი ჩანდა. მან ჟურნალისტებთან ხუმრობა და გულიანი სიცილიც მოასწრო.

ის თავის ახალ სურათში ჯოდი ფოსტერთან ერთად თამაშობს. ახალ სურათში ჯოდი არა მხოლოდ მსახიობი, სურათის რეჟისორიცაა.

დამსწრე საზოგადოებას მხედველობიდან არ გამორჩენია ფოსტერის განსაკუთრებული მზრუნველობა გიბსონის მიმართ - ვარსკვლავმა მას რამდენჯერმე ჰალსტუხიც კი შეუსწორა. რაც შეეხება მელს, როგორც ჩანს, მან პრეს-ბრიფინგზე ჟურნალისტების წინაშე გამოჩენა მაინც ვერ გაბედა, სავარაუდოდ, გრიგორიევასთან დაკავშირებულ კითხვებს თავი აარიდა. მის ნაცვლად ჟურნალისტებს ჯოდი ესაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, თუ როგორი ღრმა და სერიოზული მსახიობია გიბსონი. ფოსტერმა მსახიობის პიროვნულ თვისებებსაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მელი ძალიან კარგი და კეთილი ადამიანია. ამ დროს კი გიბსონი „Hotel De Cap“–ის ლუქსში ლუდს მიირთმევდა და სიგარეტს აბოლებდა. წელს ზემოთ შიშველი მსახიობი მზეს ეფიცხებოდა და სავსებით უზრუნველი იერი ჰქონდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100