ტიუმენის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა: მსხვერპლთა შორის ბავშვებიც არიან
ATR-72 მარკის სამგზავრო თვითმფრინავი ტიუმენის საერთაშორისო აეროპორტში აფრენის მცდელობისას ჩამოვარდა და დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით, ექვსის ნახევარზე მოხდა. სამაშველო სამსახურები აეროპორტში ამ დრომდე მუშაობენ, გაიგზავნა დამატებითი ჯგუფები.
თვითმფრინავში ეკიპაჟის ოთხი წევრის ჩათვლით, 44 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ 12 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომლებსაც მძიმე დაზიანებები და დამწვრობა აღენიშნებათ, თვითმფრინავში მყოფი ადამიანების ძირითადი ნაწილი კი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ამ დროისთვის უკვე ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია 16 ცხედარი.
თვითმფრინავი ავიაკომპანია „ЮТэйр"-ს ეკუთვნის და ტიუმენიდან სურგუტში მიფრინავდა. კატასტროფის მიზეზები, ჯერჯერობით, გაურკვეველია. ჩამოვარდნისთანავე თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა და ცეცხლი გაუჩნდა.
კომენტარი